პირველი მეფეთა 15:5
4. და უბრძანა სამოველ ყოვლისა ერისა მოწოდებაჲ ანდეზობით და ყო გალგალას ახილვასა მას მათსა. იპოვნეს მუნ ისრაჱლისაგანნი ერი, ვითარ ოთხასი ათასი კაცი და იუდასი ოცდაათი ათასი კაცი.5. და წარვიდა საულ ერითურთ და მივიდა ქალაქთა მათამდე ამალეკისთა, და დაემალა მათ ნაღვარევთასა.6. და ჰრქუა საულ კინეველსა: წარვედ შენ ამალეკისაგან და ნუღარა მიეახლები მას, რათა არა მოსწყდე მათ თანა ამისთჳს, რამეთუ კეთილ უყავ შენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჟამს განვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით. და განეშორა კინეველი იგი ამალეკისაგან.
პირველი მეფეთა თავი 15