პირველი მეფეთა 15:13
12. და აღიმსთო სამოველ განთიად და მიეგებვოდა ისრაჱლსა ჟამსა ცისკრისასა. და უთხრეს სამოველს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელად. და მიჰყო სამოველ ჴელი თჳსი, გარემოაქცივნა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალად. და მოვიდა სამოველ საულსა თანა და იხილა საულ, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლთა ნატყუენავისა მისგანსა, რომელი მოეღო ამალეკთაგან.13. და ვითარცა მოვიდა სამოველ საულისა თანა, და ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანება უფლისა.14. მიუგო სამოელ და ჰრქუა: რომელი არს ჴმაჲ ესე საცხოვარისა, რომელი მესმის ყურთა ჩემთა, ღრიალი ზროხათა ამათ?
პირველი მეფეთა თავი 15