პირველი მეფეთა 15:12
11. შემინანებიეს მე, რამეთუ დავადგინე საულ მეფედ. რამეთუ გარდაჴდა იგი ბრძანებასა ჩემსა და არა ქმნა, რომელ-იგი ვამცენ. და შეუძნდა სამოველს სიტყუაჲ იგი და გოდებდა ღმრთისა მიმართ ღამე ყოელ.12. და აღიმსთო სამოველ განთიად და მიეგებვოდა ისრაჱლსა ჟამსა ცისკრისასა. და უთხრეს სამოველს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელად. და მიჰყო სამოველ ჴელი თჳსი, გარემოაქცივნა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალად. და მოვიდა სამოველ საულსა თანა და იხილა საულ, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლთა ნატყუენავისა მისგანსა, რომელი მოეღო ამალეკთაგან.13. და ვითარცა მოვიდა სამოველ საულისა თანა, და ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანება უფლისა.
პირველი მეფეთა თავი 15