პირველი მეფეთა 14:46
45. მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო! რათამცა მოკუდა დღესა იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორება შორის ისრაჱლისა. შენდობა იყავნ! ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმა ერთი იონათანისა ქუეყანასა ზედა! და ილოცა ერმან იონათანისთჳს მას დღესა შინა. და განერა იონათან სიკუდილისაგან.46. მაშინ აღმჴედრნეს და შეიჭურნეს და დევნა-უყვეს უცხოთესლთა მათ და შეაწყუდივნეს იგინი თჳთეულად ადგილად თჳსა.47. დაემტკიცა მეფობა იგი საულისა ისრაჱლსა ზედა. და ჰბრძოდა ყოველთა მტერთა მისთა მოაბისა და ძეთა მათ ამონისთა და ედომელთა მათ და ბეთორელთა და მეფეთა მათ სუბასათა და ყოველთა უცხოთესლთა, ვიდრეცა მივიდოდეს და ყვეს ცხორება და ძალი დიდი.
პირველი მეფეთა თავი 14