პირველი მეფეთა 14:44
43. მიუგო საულ იონათანს და ჰრქუა: მსწრაფლ მითხარ მე რა საქმე ჰქენ? მიუგო იონათან საულს და ჰრქუა: გემო ვიხილე ბუნითა ჰოროლისათა, რომელ არს ჴელთა ჩემთა, თაფლისა მისგან გოლისა, რამეთუ არა უწყოდე წყევა იგი შენი. და აწ, ესერა, მოვკუდები.44. მიუგო საულ და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე უფალმან, არა თუ მოგაკუდინო შენ!45. მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო! რათამცა მოკუდა დღესა იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორება შორის ისრაჱლისა. შენდობა იყავნ! ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმა ერთი იონათანისა ქუეყანასა ზედა! და ილოცა ერმან იონათანისთჳს მას დღესა შინა. და განერა იონათან სიკუდილისაგან.
პირველი მეფეთა თავი 14