პირველი მეფეთა 14:17
16. და იხილეს გუშაგთა მათ საულისათა, რომელნი იყვნეს გაბას ბენიამენისასა, აღტეხა იგი ბანაკისა მის უცხოთესლთასა, და აცნობეს ესე საულსაცა მეფესა, რამეთუ იგიცა მაღალსავე ზედა ჯდა და ხედვიდა აღტეხასა მას მათსა.17. სიტყუად იწყო საულ და ჰრქუა ერსა მას, რომელი იგი მის თანა იყო: ძიებაღა ყავთ და იხილეთ, ნუთუ ჩუენგანი ვინმე წიაღსულ არს მუნ? და ვითარცა მოიხილეს, არა ჰპოეს იონათან და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი.18. და ჰრქუა საულ აქიას, მღდელთმოძღუარსა მას: განიპყარ ევფუდი ეგე და იკითხე უფლისა მიერ! რამეთუ კიდობანი ღმრთისა იყო წინაშე ისრაჱლთა მას დღესა შინა.
პირველი მეფეთა თავი 14