პირველი მეფეთა 13:3
2. გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათა, ორი ათასი იგი საულისა თანა იყო მაქმასს მთასა მას ბეთელისასა, და ხოლო ათასი იგი ყო ნათანისა თანა ბორცუსა მას გაბაონსა ბენიამენისსა. და სხუასა მას ერსა განუჯმნა თჳთეულად სოფლად თჳსა.3. და ამისა შემდგომად მოსწყჳდა იონათამ ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთა, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ და უბრძანა საულ ნესტვისა დაბერვა ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდენ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი!4. და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა, მოსწყჳდა ყოველი იგი ერი უცხოთესლთა და დაწუნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი. და მოკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად.
პირველი მეფეთა თავი 13