პირველი მეფეთა 12:4
3. აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.4. მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!5. მიუგო სამოველ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არა ჰპოეთ ბოროტი ჩემ თანა! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰე, მოწამე იყავნ!
პირველი მეფეთა თავი 12