პირველი მეფეთა 12:3
2. აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.3. აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.4. მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!
პირველი მეფეთა თავი 12