პირველი მეფეთა 11:8
7. და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.8. და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.9. და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.
პირველი მეფეთა თავი 11