პირველი მეფეთა 11:7
6. და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.7. და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.8. და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.
პირველი მეფეთა თავი 11