მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 1:10

9. და აღდგა ანნა შემდგომად პურის ჭამისა მათისა სელომს შინა, წარდგა წინაშე უფლისა და ელი, მღდელი უფლისა, ჯდა საყდართა ზღურბლთა ზედა ტაძრისა მის უფლისათა.10. და ანნა ურვითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილითა და იტყოდა:11. უფალო ღმერთო, უკუეთუ ხილვით მომხედო მწუხარებასა ამას მჴევლისა შენისასა და მცე მე მკჳდრი მამაკაცი, განგიკუთნო იგი წინაშე შენსა მსახურ აღთქუმისად დღედმდე სიკუდილისა მისისა, ღვინო და მთრვალობისა გემო ვერა იხილოს, მახჳლი ვარსამით არა აღვიდეს თავსა მისსა.
პირველი მეფეთა თავი 1
10. და ანნა ურვითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილითა და იტყოდა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

...ჴმაჲ მისი არა ისმოდა ჴორციელად, ხოლო ესოდენ ჴმამაღლად ილოცვიდა სულითა, ვიდრეღა ღმერთმან ჰრქუა: „რაჲსა ესოდენ ჰღაღადებ ჩემდა მომართ?“

ეგრეთვე კუალად ანაჲსთჳს წერილ არს, ვითარმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.

ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე...

სრულად ნახვა