თარგმანი: რომელთა-იგი ფილი(170რბ; 89რ)პელთა შორის მათვე ჰრომაელთაცა შორის წმიდად უწოდს, ვითარცა ახლად და მტკიცედ დადგრომილთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, რომელი-იგი წმიდა-მყოფელი არს ყოველთაჲ. ამიერ ცხად არს, ვითარმედ პავლეს მიერითა ქებითა შემეცნებულ იყვნეს ჰრომნი ფილიპელთადა, ვიდრეღა ამასცა ახარებს, ვითარმედ: ესოდენ განფენილ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ, რომელ ვიდრე კეისრისა სახლადმდეცა მიიწია, და მათგანნი ესოდენ მდაბალ და ერთსულ ყვნა მორწმუნეთა, რომელ არა ხოლო მახლობელთა, არამედ შორიელთაცა მოიკითხვიდეს, რომელი-ესე ჩუენდა საქენჯნელ არს, უკუეთუ მდიდართა და სამეუფოჲსა განგებისა შექცეულთა მოიცალონ ესევითარად ღმრთისმოყუარებად და ძმათმოყუარებად, ხოლო ჩუენ, უნდონი და გლახაკნი, უცალო ვართ ქმნად რასამე, რომელი სათნო იყოს ღმრთისა, და მომატყუებდეს ჩუენ ჩუეულებისაებრსა მას საბეჭდავსა მოციქულისა სიტყუათასა, რომელ არს თანა-მყოფებაჲ სულთა შინა ჩუენთა მადლსა მას და ნიჭსა საუკუნესა, რომელ არს ფარვაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი; მისსა დიდებაჲ, აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
ფილიპელთა მიმართ 4:22
21. მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.22. გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.23. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4