მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:18

17. არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.18. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.19. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
18. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს, და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან, თქუენ მიერ სულითა სულნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა, სათნოჲთა ღმრთისაჲთა (4,18).:

თარგმანი: რაჟამს კაცი ნაკლულევანებასა და იწროებასა კმა-საყოფელად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი, რაჟამს მცირედცა ფართოებასა მიემთხჳოს აღსავსებად და გარდარევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი წინაუკუმო, რომელი-იგი სავსებასა ნაკლულევანებად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი ვერ რომლითა გარდამატებითა განძღეს. ამისთჳს მოციქული, ვითარცა მარადის კმა-მყოფელი იწროჲსა და ყოვლად საჭიროჲსა, რაჟამს მიემთხჳა მიღებითა ეპაფროდიტესგან მცირესა რასმე საჴმარსა თჳსსა, ყოვლად ნამეტნავად შეჰრაცხა იგი, და წარმომცემელთა მათ საჴმრისათა ეტყჳს, ვითარმედ არა ჩემდა, არამედ ღმრთისა მსხუერპლად შეწირულ არს ქველისსაქმე იგი თქუენი, სულად საკუმეველისა ყოვლად სულნელისა; რამეთუ ვითარცა ცეცხლი საკუმეველსა, ეგრეთვე გონებაჲ გულსმოდგინე ქველისსაქმესა თჳსსა ძღუენ ჰყოფს ღმრთისა, აღმაღლებულ ქუეყანით სიმაღლედ ზეცისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის