თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ საჴმარად ჩემდა მოძღუანებაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ ჩემისა უღონოებისა ღონიერ ყოფისათჳს მიხარის წარმოცემაჲ საჴმართაჲ, არამედ სასყიდელისა მისთჳს, რომელი მრავალწილად აღმატებულად მოგეცემის, სახელად თქუენდა დაუნჯებული საუნჯეთა საუკუნეთა. ესე გულისსიტყუაჲ უკუეთუ დაიცვას ყოველმან მიმღებელმან ქველისსაქმისამან, რაჲთა არა თჳსისა ნაკლულევანებისა აღვსებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდელისა აღორძინებისათჳს მხიარულ იყოს, ესევითარი თანაზიარ იქმნეს საუკუნესაცა სასყიდელსა მისსა, ვითარ-იგი თანაზიარ იქმნა საწუთროჲსა ამას მოღებასა საჴმართასა.
ფილიპელთა მიმართ 4:17
16. რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.17. არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.18. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.
ფილიპელთა მიმართ თავი 4