თარგმანი: ზემო წარმოთქუა თჳსი არარაჲსა მოქენეობაჲ, რაჲთა დაამდაბლოს ზუაობაჲ მათი, მაღლოოდინ თუ ქმნასა ზედა ქველისსაქმისასა. ხოლო აწ კუალად აქებს, რაჲთა არა დაჴსნილ და უდებ იქმნნენ ქველისმოქმედებისაგან, ესმოდის რაჲ, ვითარმედ მას არარაჲ ეჴმარების, რამეთუ თჳთ ესე მებრ კმა არს აღმძრველად სულთა კეთილისა მიმართ, ისწავონ რაჲ, თუ რაჲთაცა ღონითა შესაძლებელ არს ვისგანცა თანაზიარ ყოფაჲ ჭირთა მათ, რომელნი ქრისტესთჳს შეემთხუეოდეს მოციქულსა, რაჲთა ზიარი ჭირთაჲ ზიარ მოსაგებელთაცა მისთა იქმნეს.
ფილიპელთა მიმართ 4:14
13. ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.14. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.15. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4