მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:8

7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად.8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.9. და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით,
ფილიპელთა მიმართ თავი 3
8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ, რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად, არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისაჲთა (3,7-8).:

თარგმანი: მაშინდელსა მას შესაძინელად ქონებულსა შჯულსა, უკუეთუ აწ იპყრობდეს-ღა და მის ძლით არა მოცალე იყოს აღებად შესაძინელსა ამას უმეტესისა მადლისასა, რომელი მოგუეცა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, უსრულესად მეცნიერებად, ესოდენ ზღვევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი ღამესა შინა განათლებული სანთლისა მიერ — დაჭირვებად შეჰრაცხს შემდგომად მზისა აღმოსლვისა ჴმარებასა სანთლისასა; ანუ მქონებელი ბრპენისაჲ ვერ-დატევებითა მისითა შემთხუეულსა ვერ-აღებასა ოქროჲსასა, რომლისათჳს არა თუ იძაგებიან სანთელი და ბრპენი, არამედ უზეშთაეს მათსა არიან მზე და ოქროჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის