თარგმანი: მაშინდელსა მას შესაძინელად ქონებულსა შჯულსა, უკუეთუ აწ იპყრობდეს-ღა და მის ძლით არა მოცალე იყოს აღებად შესაძინელსა ამას უმეტესისა მადლისასა, რომელი მოგუეცა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, უსრულესად მეცნიერებად, ესოდენ ზღვევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი ღამესა შინა განათლებული სანთლისა მიერ — დაჭირვებად შეჰრაცხს შემდგომად მზისა აღმოსლვისა ჴმარებასა სანთლისასა; ანუ მქონებელი ბრპენისაჲ ვერ-დატევებითა მისითა შემთხუეულსა ვერ-აღებასა ოქროჲსასა, რომლისათჳს არა თუ იძაგებიან სანთელი და ბრპენი, არამედ უზეშთაეს მათსა არიან მზე და ოქროჲ.
ფილიპელთა მიმართ 3:7
6. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო.7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად.8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.
ფილიპელთა მიმართ თავი 3