თარგმანი: არარაჲ არს კაცისა უცხო მყოფელ ქრისტიანობისაგან, ვითარ ძიებაჲ უზომოჲსა შუებისა და განსუენებისაჲ, რომელთა აწ მოციქული მტერად ქრისტეს ჯუარისა უწოდს, ვითარცა დამვიწყებელთა მეუფისა ჩუენისა ვნებათა და ჯუარცუმისათა, რამეთუ ქრისტიანობასა შინა წარმართებრ წარჴსნილად ცხოვნდებოდეს, რომელთა ტირილად აიძულეს მარადის საღმრთოდ მოხარულსა მას სულსა პავლესსა, უწესოებითა საქმეთა მათთაჲთა, რამეთუ ესოდენ ძმათ მოყუარე იყო და თანალმობილ, რომელ სხჳსა ცთომათათჳს ესრეთ ტიროდის, ვითარცა თჳსთათჳს. ვინაჲცა თჳთ მებრ სიტყჳთა ამით განაქიქებს, ვითარმედ მრავალნი ვლენან, რაჲთა ამსგავსოს უფალსა თჳსსა სიტყუაჲ თჳსი, რომელი-იგი მრავლად იტყჳს მავალთა გზისა ფართოჲსათა. ხოლო ჯუარისა მტერობაჲ არს, რაჟამს კაცსა საწყინოდ უჩნდეს მოღუაწებითა აღკრძალვაჲ, და ჯუარისა აღებაჲ იწროჲსა გზისა სლვითა და შედგომითა უფლისაჲთა, რომელ არს მსგავსებაჲ ვნებათა მისთაჲ. ესევითარი იგი ღმერთ ჰყოფს მუცელსა, და უაღჳროჲთა შუებითა განიმრავლებს კერპებსა ვნებათასა, და აღსასრულადმდე მოუქცეველობითა ცოდვისაგან წარწყმედად მიიწევის და ბოროტისა მიერ წარიპარვის და სირცხჳლსა მას ცოდვისასა ჰყოფს დიდება...
ფილიპელთა მიმართ 3:19
...იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.
არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუენ იტყოდეთ, ვითარმედ: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუა მოსე, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“....
...სა სოფლისასა და დამონებასა ცუდთა მათ და ამაოთა საქმეთასა. ვითარ უკუემცა შესაძლებელ იყო ამათ წინააღმდგომთა საქმეთა ერთბამად ყოფაჲ?
ეჰა ვითარ ბოროტ არს დამონებაჲ ნეფსით თჳსით მამონაჲსი, რომელი-იგი მონაჲ არს ხენეში და განდგომილი, ვითარცა-იგი ვიეთთჳსვე თქუმულ არს, ვითარმედ: „ღმრთად მოიგეს მუცელი მათი“. ვინ არს უგუნური იგი, რომელმან აღირჩიოს სახიერისა მის მეუფისა წილ მონებად მძჳნვარისა მის მძლავრისა, რომელ-იგი აქავე ბევრეულთა ბოროტთა შინა შთააგდებს მორჩილთა მისთა და მერმესა მას საუკუნესა განაგდებს დაუსრულებელთა მათ და მიუთხრობელთა კეთილთაგან?
ვინაჲთგან უკუე ყოვლით კერძო გულისჴმა-გჳყო უფალმან სიკეთე იგი და სარგებელი საფასეთა შეურაცხ-ყოფისაჲ და უპოვრებისაჲ, აწ კუალად ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არა შეუძლებელსა რასმე ბრძანებს, არამედ შესაძლებელ არს წარმართებაჲ ამის საქმისაჲ; რამეთუ ესე საქმე არს ჭეშმარიტისა მოძღურებისაჲ, რაჲთა არა კეთილსა ხოლო ასწავლიდეს, არამედ შესაძლებელსაცა წარმართებად. ამისთჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და ჰსუათ“ (6,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: რაჲ-მე ვყოთ, უკუეთუ საფასენი განვაბნინეთ, ვითარ უძლოთ ცხორებად? ამისთჳს ჟამსა ჯეროანსა იწყებს ამის...