მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:14

13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,14. და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.15. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
14. და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ (3,13-14).:

თარგმანი: იხილე და კეთილიდ ისწავე მოუწყინებელი და აღუზუავებელი მოქმედებაჲ სათნოებისაჲ ყოვლად ბრძენთა ამათგან სიტყუათა მოციქულისათა, რამეთუ ერთი ოდენ ესე არს გზაჲ, რაჲთა გარდასრულთა შრომათა დაივიწყებდეს კაცი და წინამდებარისა მიმართ რბიოდის მოღუაწებისა, რაჲთა ესრეთ აღუზუავებელ იყოს გარდასრულთათჳს, და სიმდაბლისა მიერ მოიზიდოს თანა-შეწევნაჲ ღმრთისაჲ, მიწდომად წინამდებარესა მისდა გჳრგჳნსა, რომელსა ნუ ვითარცა მახლობელსა ნელიად სლვით, არამედ ვითარცა ფრიად შორიელსა კრძალულებით სრბითა მარჯულ და მარცხლ მიუდრეკელითა სდევდეს და ნუ ოდეს დაავიწყდების იგი, ვითარცა სამარადისოდ წინაშე თუალთა მისთა მყოფი. ხოლო თუ რაჲ არს გჳრგჳნი იგი, ცხად არს, ვითარმედ ზეცისა სასუფეველი, რომლისა მიმართ ღმრთისა მიერ წოდებულ არიან ყოველნი კაცნი, დაღაცათუ მისლვაჲ მცირედთაჲ არს ცხოვნებულთაჲ, ხოლო მისლვაჲ იგი და უცთომელად სლვაჲ სათნოებისა გზასა ვერ ვინაჲთ მიემადლების სხჳთ, თჳნიერ ქრისტეს მიერ, რომელმან განმიღო ჩუენ გზაჲ იგი ზეცათაჲ. და იგივე არს კარ და შემყვანებელ მისა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის