მსაჯულთა 9:49
48. და აღვიდა აბიმელექ მთასა მას ევმონსა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა. და მოიღო აბიმელექ ცული ჴელითა თჳსითა და მოკაფა ტჳრთი ერთი შეშაჲ, და აღიდვა იგი მჴარსა და ჰრქუა ერსა მას თჳსსა: ვითარცა-ესე მიხილეთ მე, რაჲ-ესე ვყავ. თქუენცა ესრეთ ყავთ ადრე, ვითარცა-ესე მე ვყავ.49. და მოკაფა კაცად-კაცადმან ტჳრთი და შეუდგა აბიმელექს. და დაზჳნეს იგი გარემოს მოზღუდვილსა მას და დაწუეს იგი ცეცხლითა. და მოწყჳდა ყოველი კაცი გოდლისა მის სიკიმელთაჲსა, ვითარ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი.50. და წარმოვიდა აბიმელექ თებედდ და გარე მოადგა მას.
მსაჯულთა თავი 9