მსაჯულთა 9:2
1. და წარვიდა აბიმელექ, ძე იერობოალისი, ძმათა თანა დედისა მისისათა, და ეტყოდა მათ და ყოველსა ნათესავსა სახლისა მამის-დედისა მისისათა და ჰრქუა მათ.2. ეტყოდეთ თქუენ ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა! რომელი უმჯობეს არს თქუენდა, რათა გმთავრობდენ თქუენ სამეოცდაათნი კაცნი ყოველნი ძენი იერობოალისნი, ანუ რათა უფლებდეს თქუენ ზედა კაცი ერთი? და მოიჴსენეთ, რამეთუ ჴორცი თქუენი ვარ, და ძუალი ძუალთა თქუენთაგანი.3. და ეტყოდეს მისთჳს ძმანი დედისა მისისანი ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა ყოველთავე ამათ სიტყუათა. და მოაქციეს გული მათი შემდგომად აბიმელექისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძმაჲ ჩუენი არს!
მსაჯულთა თავი 9