მსაჯულთა 8:23
22. ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა.23. და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ.24. და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს.
მსაჯულთა თავი 8