მსაჯულთა 4:8
7. და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა.8. და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა.9. და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით.
მსაჯულთა თავი 4