მსაჯულთა 4:5
4. და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა.5. და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად.6. და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ.
მსაჯულთა თავი 4