მსაჯულთა 4:15
14. და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა.15. და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა.16. და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა.
მსაჯულთა თავი 4