მსაჯულთა 3:5
4. და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.5. და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა.6. და მოიყვანნეს ასულნი მათნი თავისა თჳსისა ცოლად და ასულნი მათნი მისცნეს ძეთა მათთა, და ჰმსახურებდეს ღმერთთა მათთა.
მსაჯულთა თავი 3