მსაჯულთა 3:4
3. ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.4. და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.5. და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა.
მსაჯულთა თავი 3