მსაჯულთა 19:7
6. და დასხდეს, ყოველნი ერთბაშად და ჭამეს და სუეს. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან კაცსა მას: აღდეგ და მიმოვლე და განსცხერ და განმხიარულდინ გული შენი!7. და აღდგა კაცი იგი და წარემართა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა, ხოლო სიმამრმან მისმან აღიძულა და დაიყენა იგი და დაადგრა იგი და იყო მუნ.8. და აღიმსთო იუალისგან დღესა მას მეხუთესა, რათამცა წარვიდა. ჰრქუა მას მამამან მის დედაკაცისამან: განიმაგრე გული შენი პურითა და იქცეოდე, ვიდრემდის მოდრკეს მზე დღეს! და მერმეცა ჭამეს და სუეს ყოველთავე.
მსაჯულთა თავი 19