მსაჯულთა 19:22
21. და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა; და დაჰბანნა ფერჴნი მათნი, და ჭამდეს და სუმიდეს.22. და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა ესერა, კაცნი იგი მის ქალაქისანი ძენი უსჯულოებისანი გარემოადგეს სახლსა მას მისსა, ჰრეკდეს კარსა მას და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა უფალსა მის სახლისასა და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი იგი, რომელი შევიდა სახლსა შენსა, რათა ვიცნათ იგი!23. და გამოვიდა კაცი იგი უფალი მის სახლისაჲ და ჰრქუა მათ: ნუსადა ნურას ბოროტსა იქმთ, ვინაჲთგან ერთვე შემოვიდა კაცი ესე სახლსა ჩემსა, ნუ იქმთ უგუნურებასა მაგას.
მსაჯულთა თავი 19