მსაჯულთა 19:2
1. და ამათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის. და იყო კაცი ლევიტელი, რომელი მწირობდა ადგილთა მთისა ეფრემისათა და მოიყვანა თავისა თჳსისა ცოლად დედაკაცი ბეთლემელი, რომელ არს იუდაჲსი.2. და განურისხნა მას ცოლი იგი მისი და წარვიდა იგი მისგან და მივიდა სახიდ მამისა თჳსისა ბეთლემდ. და იყო იგი მუნ ოთხ თუე.3. და აღდგა ქმარი იგი მისი და წარვიდა შედგომად მისა სიტყუად მისა მსგავსად ნებისაებრ გულისა მისისა, რათა დაიგოს იგი მუნ, და მონაჲ იგი მისი თანა და ორი კარაული და მოვიდა იგი სახლსა მამისა მის დედაკაცისასა. და იხილა იგი მამამან მის ქალისამან და გამოვიდა შემთხუევად მისა.
მსაჯულთა თავი 19