მსაჯულთა 18:6
5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: გჳკითხეღა ჩუენ ღმერთისა მიერ და ვცნათ, უკუეთუ წარგუემართოს ჩუენ გზაჲ იგი ჩუენი, რომელსა მივალთ ჩუენ მუნ!6. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: წარვედით მშჳდობით, რამეთუ წინაშე უფლისა არს გზაჲ თქუენი, რომელსა მიხუალთ თქუენ მუნ.7. და წარვიდეს ხუთნი იგი კაცნი და მიიწინეს ვიდრე ლესადმდე. და იხილეს ერი იგი დამკჳდრებული მას ზედა და მსხდომარე სასოებით მსგავსად წესისა მის სიდონელთაჲსა დაყუდებულად გულდებულად, და ვერ შემძლებელ იყუნეს თხრობად ვისამე სიტყჳსა, რამეთუ. შორს იყუნეს სიდონისაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ ასურეთისა თანა.
მსაჯულთა თავი 18