მსაჯულთა 16:29
28. და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.29. და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.30. და თქუა სამსონ: მოკუედინ თავი ჩემი უცხოთესლთა ამათ თანა! მოზიდა ძალითა და დაეცა ტაძარი იგი მთავართა მათ ზედა უცხოთესლთასა და ყოველსავე მას ერსა, რომელნი იყვნეს მას შინა. და იყვნეს მომწყდარი იგი, რომელნი მოსრნა სამსონ სიკუდილსა უფროს, რომელნი მოსრნა ცხორებასა მისსა.
მსაჯულთა თავი 16