მსაჯულთა 16:25
24. და იხილა იგი ერმან მან და აქებდეს ღმერთთა, რამეთუ თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან მტერი ჩუენი ჴელთა ჩუენთა, რომელი მოაოჴრებდა და ქუეყანასა ჩუენსა, რომელმან განამრავლნა წყლულებანი ჩუენნი.25. და იყო, რაჟამს განმხიარულდა გული მათი ღჳნითა, თქუეს: მოუწოდეთ სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მოუწოდეს სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და ემღერდეს და დაადგინეს იგი შორის ორთა მათ სუეტთა.26. და ჰრქუა სამსონ ჭაბუკსა მას, რომელსა ეპყრა ჴელი მისი: განმიტევე და შევახო ჴელი ჩემი სუეტთა ამათ, რომელთა ზედა სახლი ესე დამტკიცებულ არს, და უკუნვეყრდნა მათ!
მსაჯულთა თავი 16