მსაჯულთა 16:13
12. და მოიღო დალილა საბელი მანქანისაჲ ახალი და შეკრა იგი მით და ჰრქუა მას: უცხოთესლნი შენ ზედა სამსონ! და მზირნი იგი სხდეს დამალულნი სენაკსა შინა. და აღდგა სამსონ და განხეთქნა იგინი მკლავითგან მისთა, ვითარცა მკედი.13. და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.14. და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.
მსაჯულთა თავი 16