მსაჯულთა 15:11
10. და ჰრქუა კაცმან იუდაჲსმან უცხოთესლთა მათ: რაჲსათჳს აღმოსრულ ხართ ჩუენდა? და თქუეს უცხოთესლთა მათ: შეპყრობად და შეკრვად სამსონისა აღმოსრულ ვართ, რათა უყოთ მას, ვითარცა იგი ჩუენ მიყო მან.11. და წარვიდეს სამათასნი კაცნი იუდაჲსაგანნი ჴურელსა მას კლდისა ეტამისასა. და ჰრქუეს სამსონს: არა უწყია, რამეთუ უცხოთესლნი უფლებენ ჩუენ ზედა? რაჲსათჳს მიყავ ჩუენ ესე? და ჰრქუა მათ სამსონ: ვითარცა-იგი მათ მიყუეს მე, ეგრეცა მე უყავ მათ.12. ხოლო მათ ჰრქუეს მას: შეკრვად შენდა მოსრულ ვართ და მიცემად ჴელსა უცხოთესლთასა! ხოლო სამსონ ჰრქუა მათ: მეფუცენით, რათა არა მომკლათ მე თქუენ! და მიმეცით ჴელთა მათთა, ნუუკუე თქუენ მემთხჳნეთ მე.
მსაჯულთა თავი 15