მსაჯულთა 15:1
1. და იყო, შემდგომად დღეთა რავდენთამე დღეთა მკისა იფქლისათა მივიდა სამსონ ცოლისა თჳსისა და მიართუა მას თიკანი თხათაჲ და თქუა: შევიდე მე ცოლისა ჩემისა სასუენებელად.2. ხოლო მამამან მის დედაკაცისამან არა უტევა იგი შესლვად და ჰრქუა მას: მე ვჰგონებდ და ვთქუ, ვითარმედ სიძულილით მოიძულე იგი. და მივეც იგი მოყუასსა შენსა! აწ, ესერა, დაჲ მისი უმრწემესი უმჯობეს მისა არს, იგი იყავნ შენდა ცოლად მის წილ!
მსაჯულთა თავი 15