მსაჯულთა 14:3
2. და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.3. და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.4. ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.
მსაჯულთა თავი 14