მსაჯულთა 14:16
15. და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.16. და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?17. და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.
მსაჯულთა თავი 14