მსაჯულთა 13:15
14. და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ.15. მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ.16. და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.
მსაჯულთა თავი 13