მსაჯულთა 10:17
16. და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი.17. და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა.18. და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა.
მსაჯულთა თავი 10