მსაჯულთა 1:8
7. და თქუა ოდონიბეზეკ: სამეოცდაათორმეტნი მეფენი, რომელთანი ჴელნი მათნი და ფერჴნი მათნი მოკუეთილ იყუნეს, და კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე, რამეთუ ვითარცა-იგი უყავ მათ, ეგრეცა მომაგო მე ღმერთმან, და მოიყუანეს იგი იერუსალჱმდ, და მოკუდა მუნ.8. და ჰბრძოდეს ძენი იუდასნი იერუსალჱმსა. და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.9. და მისა შემდგომად შთავიდეს ძენი იუდასნი ბრძოლად ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრებულ იყო მთათა შინა და სამხრით და ველით.
მსაჯულთა თავი 1