მესამე მეფეთა 7:51
50. და წირთხლები იგი და სამსჭვალები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.51. და აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის მამისა თჳსისა და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი: ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭელი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.
მესამე მეფეთა თავი 7