მესამე მეფეთა 7:13
12. ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.13. და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,14. ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.
მესამე მეფეთა თავი 7