მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 3:11

10. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.11. და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,12. აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.
მესამე მეფეთა თავი 3
11. და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...ყველაფერს ვაკეთებთ. მაშ, იხილე, რამდენი კაცი იქნა ასე შესმენილი: კორნელიოსი თავისი ცხოვრებით; სიროფინიკიელი ქალი თავისი დაჟინებით; სოლომონი თხოვნის წესით, რადგან უთხრა : „და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი“ (); მეზვერე თავმდაბლობით; სხვები კი სხვა მიზეზებით. ამრიგად, როგორც ამათგან ხდება შესმენა, ასევე სხვა მიზეზებით ხდება არშესმენაც, თუნდაც მთხოვნელნი მართალნი იყვნენ.

რადგან ვინ ყოფილა პავლეზე უფრო მართალი? მაგრამ რადგან არასასარგებლო ითხოვა, არ იქნა შესმენილი. ამის შესახებ ამბობს: „და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (...

სრულად ნახვა