მესამე მეფეთა 22:7
6. და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.7. და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.8. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.
მესამე მეფეთა თავი 22