მესამე მეფეთა 22:34
33. და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.34. და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.35. და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.
მესამე მეფეთა თავი 22