მესამე მეფეთა 22:12
11. და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.12. და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.13. და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.
მესამე მეფეთა თავი 22