მესამე მეფეთა 2:27
26. და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.27. და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.28. და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.
მესამე მეფეთა თავი 2