მესამე მეფეთა 2:22
21. და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.22. მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.23. და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.
მესამე მეფეთა თავი 2